კაკ-კუკ

შენ ისევ ელი, 

ამჯერად სხვას,

ღამის ორისკენ, 

რომ შემოვიდეს ონლაინ და,

რამე მოგწეროს,

გითხრას, 

რომ ფლირტებს,

გემრიელი გემო აქვს ისევ,

შენც რო იგრძნო რომ,

სიბერემდე ჯერ კიდევ დროა,

მე თითქოს მძინავს,

და ამჯერად თავს ვიკატუნებ,

აი გაისმა სანუკვარი (შენთვის),

ხმა ზარის,

მე ბევრს მოვითმენ,

და ბოლოსკენ მოგიკაკუნებ,

შენ კი მიხვდები,

ეს კაკუნი დაიმსახურე.

Advertisements

ბათუმი 2014 ნოემბერი

მიწიდან ცამდე რამდენი მეტრი იქნება ნეტავ?ზღვის ზედაპირიდან უფრო მეტია თუ მიწის პირიდან,ან საერთოდაც რატომ მეტრი და არა მეტეორი ? ან სულაც ფუნჯი,რემბრანდტის რამდენი ფუნჯი დაეტევა მიწიდან ცამდე?ან ცის იქით რატომ მაინცდამაინც სილურჯე?

იქნებ მოგვეხსნა ხელებიდან დაძაბული მკლავები და ჩავსხდომოდით ჭიქა სიმშვიდეს,ცოტაოდენი პოზიტივით?
მაინც არაფერს,დიახ არაფერს,მირჩევნია საღამოს ფიქრი მოვიდგა დოქით და ჩავცალო როგორც ღვინო,ოდნავ წითელი.

მექმნება შთაბეჭდილება რომ ვიცვლებით,ცოტა ვიცლებით და თანდათანობით გამოვიცვლებით,როგორც სამყარო, ჩვენს ირგვლივ 🙂

გამოვფიქრდები დღესაც და მივცემ თავს შავ სიბნელეს,ნუ გიკვირს თეთრიც არსებობს,ნუ გამახსენებ

მი-წა

მიწაში, 

ზუსტად აი იქ,

თქვენ რომ ასე,

ძლიერ არ გიყვართ,

ვიცი რომ,

თბილა,

იქ, გაყინული არაფერი მინახავს ჯერაც,

სადაც არ ყინავს,

გეკითხები…

 განა არ თბილა?

თითქოს არაფერი,

ისე ფაქიზად თენდება დილა,

სიმხურვალისგან,

ამ ჩემს კალმისტარს,

ფერფლები ცვივა,

გარიჟრაჟისას გავიფიქრე,

ბევრს ხომ არ ვიცვამ,

მოდიო…

მალე ჩაგიხუტებ,

დამძაფრა მიწამ.

აქ, მხოლოდ აქ ვარ მე ჩემი ფიქრების ამარა,

ხანდახან იმდენი რამე მინდა გითხრა, შენ,

ჩემო თავო,

იმდენი ჭუჭყი დამიგროვდა, აღარც კი მახსოვს,

ის ნაგანცდარი ემოციები სად დაიკარგა,

მხოლოდ აქ,

ამ საგიჟეში, თუ ჩავიჭყიტები ხოლმე,

რომ გავიხსენო, თუ რამდენი ფურცელი დავწვი,

ბევრი წლებისა და ნაწილების სამარადისოდ.

სული,
სინათლეში ცოტა ჩავალბე და,
მიწის ემოცია, გულში ჩავიჰკარი,
სანამ ახალგაზრდა ცაში პეპლებია,
მოდი,
გამიცანი…
იცი, უშენობის დიდი საკითხავი,
ჩემი ლექსებია,
უწინ ნასიტყვარი,
ბევრი ტექსტებია,
ფიქრით ნაფიფქარი,
ვიცი…
ბანალური გადახვევებია,
მაგრამ მაინც,
ზარი…
გუშინ…
კარის კაცი,
კარში აღარ დამხვდა,
ხვეწნით გავიცანი…
ურჩი ემოცია,
ისიც ნაფიცრალი,
მუჭში…
სისველე რომ ჩამიგროვებია,
სისხლიც არის,
ცვარიც…
მაწვიმს,
მარტყია რა, ზურგზე ფესვები და,
მშრალი კაპილარი,
თვალში შეჰფრენია,
ჩვენი სახლის კარი…
ის-იც საფიც-არი,
ჩვე-ნი ნაფიქ-რალი,
სესის ნასიტყვ-არი…

მა

სულ მალე,ინათებს,
ფუმფულა ფილტვებში,
ჟანგბადი იმატებს,
დედიკოს სხეულში,
ცურავ და ბზრიალებ,
გვეშენებურები,მამიკო,
სინათლევ,
მინდა რომ მოგიყვე,
ჩემს სიზმრის გმირებთან,
მე და დედიკო რომ,
ვლაშქრობდით დილამდე,
მკერდებმიბჯენილებს,
საგულეს გვყავდი და ,
მივქროდით ღრუბლებში,
მივქროდით სისხამზე,
მზისფერ წითელ თმებში,
გახვეულ სესილის,
ფუმფულა ტუჩებზე,
ათოვდა სინაზე,
მრავალ-ფერად გაშლილ,
ჩვენებურ სიცოცხლეს,
ვყოფდით შუაზე და ,
გიწნავდით ნიშაზე,
მზეობდნენ მზეები,
სხივებსაც გვიბამდნენ,
ცელქი სესილი კი,
დგებოდა ყირაზე,
ჩენებურ სიზმრებს და,
ჩვენებურ სიხარულს,
არ ქონდა ბოლო,
ვიდექით იმაზე,
რასაც თქვენ ეძახით სიყვარულს,
მართალს,
გამჭირვალეს,
სულებში გაგვიჩნდი,
ეს დროა ფაქიზი,
მა,ჩვენ გელოდებით,
გკოცნი და განგიცდი.

***

მომენტი,როცა გრძნობ, რომ სხვასთან ლაპარაკისას,მხოლოდ შენ თავს ესაუბრები, შენ თავს აგონებ იმას, რასაც აქამდე მხოლოდ ფიქრობდი, შენს აზრებს აძლევ ხმის ამოღების უფლებას.
მერე ამუხრუჭებ და უსმენ თანამოსაუბრეს, თუ როგორ ესაუბრება ის, თავის თავს, მაგრამ ამ დროს, შენ გიყურებს და გიჩნდება ფიქრი, ადამიანები ხშირად ჩვენ თავებს ვესაუბრებით, უბრალოდ სხვების თანდასწრებით.

ციკლიდან : ” შენ თავთან (და ღმერთის წინაშე) მაინც მარტო ხარ, ხომ იცი…?”

როგორ იწერება ლექსი

ახლახანს ვფიქრობდი:როგორ იწერება ლექსი?
სიტყვების ჯაჭვებს, აბდაუბდა დაყრილს,
ტანზე მოისხავ,გაასწორ-გამოასწროებ,
მერე?მერე მთავარია,
ამ გაყინულ ჯაჭვებს, ათბობ მთელი გულითა და სულით,
მერე ამ გამთბარ ჯაჭვებს იხსნი,
და ტაეპებად აწყობ,
ლექსის მთელი პროცესის ბირთვიც,
აი იმ გათბობაშია,
გულთან უფრო ახლოს მიიტან თუ,
საერთოდაც მკითხველს დაუტოვებ გასათბობად.

ჩუმი სვლა

თავისუფლება,როგორც–ასეთი, ჩემი აზრით, სამყაროს შეცნობიდან დაწყებული შეგრძნებების თავისებური ერთიანობაა, რომელიც არც ერთ ჩარჩოსა და განმარტებაში არ მოიპოვება, თავისუფლება, არც ჩემია, არც შენი და არც აი იმისი ჩემი სახლის ნახევრის მუცელში რომ ზის.
უსაზღვროდ შეუცვლელია ის თავისუფლება, რომელსაც ელოდები და არ იცი,განა ის თუ როგორია თავისუფალი სივრცის აღქმა,–არა, არ იცი ის, თუ ვინ იქნება ახლა, რომ სულ რამდენიმე მილიმეტრია,არ იცი რამდენი ხნის მერე დაიჭერ ხელში და იტყვი, რომ ეს შენი სახლის ყველაზე ლამაზი სარკმელია,რომ შენი სახლის სინათლე იქნება უახლოესი რამდენიმე წელი,მერე თავის სახლში გადავა და იქ გაანათებს შენ ცხოვრებას,მანამ სანამ შენ არ ჩაქვრები.

სივრცე, რომელშიც ვცხოვრობთ, ისევ არ მყოფნის, როგორც ადრე, ისევ არ ვიცი როგორ უნდა ვიცხოვრო, ისევ ისეთი ვარ, უბრალოდ გარემოები, სულები, ადამიანები, იცვლებიან, დროის შეგრძნება იცვლება, იცვლება ჟამები, წუთებში იწელება ის რასაც ადრე უფრო უფრთხილდებოდი.

აი,დგახარ თვალუწვდენელ სივრცეს გაყურებ და რა?..ისევ ისე ითვლება ნულიდან ათამდე როგორც მაშინ,უბრალოდ ნელ ნელა ქვრები, წლები გაქრობს, წნეხი, რომელსაც შეუყენე ბეჭები, ნელა–ნელა, როგორც “პრესი” გაწვება და გამტვრევს, ძალიან ნელა და ერთიანად, ვეღარ პოულობ ადგილს, ვეღარ ირჩევ შენს სურვილებს, ყოფითდები და ქრები, ქრები ისე, რომ ვეღარ აენთები, მაგრამ ეგეც არაფერი, უკვე მიეჩვიე, ისე რომ გზაც აღარ ჩანს, ჩაღუნე თავი და იარე, იარე სანამ ფეხები ერთბაშად არ დაგისკდება, იარე, სანამ მუხლები კანკალს არ დაიწყებს, სანამ შენს გარშემო ყველა არ გაჩერდება, მერე? მერე წყალი მოსვი და გააგრძელე, აზრი არ აქვს კითხვებს, ყველაფერი მანდ დამთავრდება, სადაც დაიწყე აი იქ.